ენგურის ხიდის რეკონსტრუქცია დილიდან დაიწყო

0

EnguriBridge2ენგურის ხიდის რესტავრაცია დღეიდან დაიწყო. დილიდან ადგილზე გამოყვანილია სამუშაო ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა.

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ენგურის ხიდზე არსებული ხიდის რეკონსტრუქციის შესახებ აფხაზურ მხარეს დაახლოებით ერთი თვის წინ შეუთანხმა. თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს საქართველოში ჯეიმს მაკგოლდრიკს ამ საკითხთან დაკავშირებით სოხუმში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. სწორედ ეს თემა განიხილებოდა გასული წლის ივნისში აფხაზთა ლიდერისა და კოორდინატორის შეხვედრის დროსაც.
მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ ხიდის აღდგენის პროექტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ბუნებრივი პირობების გამო შეჩერდა.

ხიდის რეკონსტრუქცია წლის ბოლომდე დასრულდება

სხვა ახალი ამბები: