“ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან ერთიანობის წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი”

0

1294335_534125603345187_1551482725_oშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან ერთიანობის წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები გადასცა.

“თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია ვემსახუროთ სამშობლოს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ჩვენს დიდ ტკივილს და სევდას – აფხაზეთს. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ასობით ათასმა აფხაზეთიდან დევნილმა ჩვენმა მოქალაქემ თავშესაფარი იპოვა სვანეთსა და სამეგრელოში. ვერანაირი მასპინძლობა ვერ გაანელებს იმ ტკივილს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავბრუნდებით. აფხაზ და ოს ძმებთან აღვადგენთ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას, ნდობას და ენგურის ხიდი გახდება არა წყალგამყოფი ჩვენი ერთიანობისა, არამედ გამაერთიანებელი ჩვენი საერთო მომავლისა. ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეული თანამშრომლის მიერ გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში რეფორმირება და განახლება შეუქცევადი პროცესია და მათ ეს დაამტკიცეს.

“ჩვენ უარი ვთქვით პოლიზიტებულ მმართველობაზე ჩვენს სისტემაში, რითაც ქვეყანაში სიმშვიდე და თავისუფლება გავხადეთ რეალური და არა მოჩვენებითი. ჩვენ ღირსება დავუბრუნეთ თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს და თითოეული პოლიციელი დაუბრუნდა თავის ძირითად საქმიანობას – ემსახუროს ხალხს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: