ენერგეტიკის მინისტრმა და სამეგრელოს გუბერნატორმა ახალსოფელში ახალი გაზსადენი გახსნეს

0

10383791_456839754419466_7482247133846119155_oენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარის“ და გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან და მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ახლი გაზსადენი გახსნა.

ენერგეტიკის მინისტრმა, სამეგრელოს გუბერნატორმა და კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებმა სოფელში ერთად აანთეს ჩირაღდანი. ჩირაღდნის ანთებისას კახი კალაძემ იხუმრა და თქვა, რომ ეს ნაღდი გაზია და არა ის, რითაც მიშა სააკაშვილი საჩვენებელ ტრიუკებს აწყობდა.  „ბალონი რომ ედგა მიშას ისე არ არის, ნაღდი გაზია.“-განაცხადა მინისტრმა.

გაზიფიცირება ზუგდიდის რაიონის სოფლებში გრძელდება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით  86 ათასზე მეტი ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.

სხვა ახალი ამბები: