”ენერგო-პრო-ჯორჯია” სამეგრელოს რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს (R)

0

energo_pro_georgia_249”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში 2013 წელს დაგეგმილი სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია 15 სოფლის (6542 აბონენტი) ინდივიდუალური გამრიცხველიანება. აქედან 2 სოფლის: გეზათი(აბაშის მ/ც) და ონოღია(მარტვილის მ/ც) გამრიცხველიანება დამთავრებულია. დღეისათვის აბაშის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის,მარტვილის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 9 სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანებისათვის დაგეგმილი სამუშოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშოები დაწყებულია სოფელ ნახურცილაო(მარტვილის მ/ც); ჭალე(წალენჯიხის მ/ც); ნარაზენი, ჭკადუაში(ზუგდიდის მ/ც).მრიცხველების უშუალო მონტაჟი დაწყებულია სენაკის მ/ც-ის სოფელ ხორში და ფოცხოში; მარტვილის მ/ც-ის სოფელ ნოღა. ყველა ზემოთ აღნიშნულ სოფელში სამუშოები კომპანიის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელდება.

ასევე, რეგიონში გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიება სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. მოსწავლეების უსაფრთხოებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ფილიალის შრომის დაცვის სამსახურის უსაფრთხოების ტექნიკის რეგიონალური ინსპექტორების ინიციატივით, მომსახურეობის ცენტრების მიერ განხორციელდა სასკოლო დაწესებულებებთან ახლოს განლაგებული 6-10/0,4 კვ-იანი სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და 0,4-6-10 კვ ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლა და მათი ტექნიკური მდგომარეობის მოწესრიგება. დღეისათვის სკოლებთან ახლოს მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურის ყველა უჯრედის კარი დაკეტილია, გამოკრულია უსაფრთხოების ტექნიკის გამაფრთხილებელი პლაკატები, აღდგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გაბარიტები.

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მიერ მომსახურეობის ცენტრებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოები. შეიცვალა დაზიანებული სადენები, ბოძები და სხვა ელექტროტექნიკური მასალები როგორც დაბალი, ასევე მაღალი ძაბვის ქსელში.

რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას რეგიონებში, რათა გააუმჯობესოს ქსელის ინფრასტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანოს ავარიული გათიშვები; გარდა ამისა, შეიქმნას ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო, რაც ქმნის ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის წინაპირობას.

სხვა ახალი ამბები: