ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები ზუგდიდის გამგეობის დაფინანსებით გრძელდება (ვიდეორეპორტაჟი)

0

10608337_581149078684950_1104040690655361490_oსოფელ ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. კულტურული მემკივიდრეობის ძეგლების გადარჩენითი კომპლექსური სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გრძელდება. ამ ეტაპზე არქეოლოგიური საველე კვლევა–ძიება მიმდინარეობს ე.წ. ერგეტის მეორე სამაროვანზე, ცვანეს ადმინიტრაციულ ერთეულში, ზღვიდან 2,5 კმ.–ს დაშორებით, ამ ადგილს მოსახლეობა ,,ნატყარუ“–ს (ნატყევარს) უწოდებს.

აღნიშნული ძეგლი გვიანბრინჯაო – ადრერკინის ხანისაა, ხოლო უშუალოდ ის აკლდამა, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მერვე–მეშვიდე საუკუნეებს. აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს არტეფაქტები და სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მასალებისგან შექმნილი მძივები. სამეურნეო, საბრძოლო და სარიტუალო ნივთები.

 

სხვა ახალი ამბები: