ერგეტაში ბაზილიკური სტილის ეკლესია აშენდება

0

11267663_1408527396140562_717421870_nზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ედიშერ თოლორაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლაშა გოგიასთან  ერთად სოფელ ერგეტას ეწვია.

სოფელში ეკლესიის არ არსებობის გამო წლებია არ აღევლინებოდა მართმადიდებლური წირვა-ლოცვები. დღეს კი მეუფე გერასიმემ მამა გიორგისთან ერთად  ის ადგილი აკურთხა, სადაც უნდა აშენდეს მართლმადიდებლური ეკლესია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური სტილის ეკლესია დაახლოებით ერთ წელიწადში აშენდება.