ერეკლე საღლიანი: ”ხაიშელები ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ”

0

news_4008პოეტი ერეკლე საღლიანი სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის. მისი განცხადებით მესტიის რაიონის, დაბა ხაიშის მოსახლეობა სესის აშენებას არასოდეს შეეგუება. აღნიშნული განცხადება საღლიანმა საინფორმაციო სააგენტო ”რეპორტიორის” პრეს-კლუბში დღეს გააკეთა.

”ხაიშის მოსახეობა დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. ენგურ ჰესის აშენებამ მიკრო კლიმატი მთლიანად შეცვალა. კიდევ ერთი გიგანტური ჰესი მომასწავებელი იქნება იმისა რომ ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობა იძულებული იქნება აყაროს იქიდან. რომელი ელექტროენერგია შეცვლის იმას, რომ უფალმა სვანეთი გვიბოძა?! სვანეთი საქართველოს განძთსაცავია. ამას ვართმევთ ჩვენს საქართველოს? რა სახსრებსაც ეს ელექტროენერგია მოიზიდავს, ტურიზმით გაცილებით მეტი შემოსავალი გვექნება, თუკი სვანეთს შევინარჩუნებთ. რა თქმა უნდა ელექტროენერგია გვჭირდება, მაგრამ არა გიგანტური, თაღოვანი კაშხალებით. უნდა აშენდეს ისეთი ჰესები, რომელიც არ დააზიანებს იქაურობას და ელექტროენერგიასაც მოგვცემს ჩვენ. მარტო მდინარე ნენსკრაზე რომელიცფ არის ენგურის შენაკადი, რამოდენიმე ჰესი აშენდება. მდინარე მულახურა, რომელიც სიმძლავრით ენგურს არ ჩამოუვარდება, იქაც აშენდება ჰესი”-აცხადებს ერეკლე საღლიანი.

სხვა ახალი ამბები: