“ერთად დავამარცხოთ დიაბეტი”-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქცია

0

10636275_348569245321036_7588894571253726309_nდღეს,14 ნოემბერს დიაბეტით დაავადებულთა დღესთან
დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა აქცია სახელწოდებით “ერთად დავამარცხოთ დიაბეტი”, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ გამოკვლევა, რომლითაც განისაზღვრება სისხლში შაქრის შემცვლელობა, ასევე დიაბეტით დაავადებულ სოციალურად დაუცველებს შაქრის საზომი აპარატი უსასყიდლოთ გადაეცათ!

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს გლობალური მასშტაბით დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, მსოფლიოში 346 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით. სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდება, იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელდება შესაბამისი ინტერვენცია.

1779318_348569185321042_2635537552628579427_n63437_348569141987713_480183313062011188_n10411209_348569038654390_7360948242508952908_nდიაბეტით სიკვდილობის თითქმის 80% დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში აღინიშნება. 2013 წლისთვის დიაბეტი გახდება სიკვდილობის მეშვიდე ძირითადი მიზეზი მსოფლიოში. გათვლებით დადგენილია, რომ შემდგომი 10 წლის მანძილზე დიაბეტით სიკვდილობის შემთხვევების რიცხვი გაიზრდება 50% –ით.
არსებობს დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი. დიაბეტის I ტიპი ხასიათდება იმით, რომ ორგანიზმს არ აქვს ინსულინის გამომუშავების უნარი, ხოლო დიაბეტის II ტიპი ვითარდება ორგანიზმის მიერ ინსულინის არაეფექტურად გამოყენების შედეგად.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა გარდაცვალების მიზეზს 50%-80%-ში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს.
ბევრ ქვეყანაში დიაბეტი ავადობის და ნაადრევი სიკვდილობის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რაც ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს უკავშირდება.
განვითარებულ ქვეყნებში დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა საპენსიო ასაკისაა, მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში დიაბეტი 35-64 წლების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.

დიაბეტი სიბრმავის, ქვედა კიდურების ამპუტაციისა და თირკმლის უკმარისობის ძირითადი მიზეზია. დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის არარსებობამ, სამედიცინო მომსახურების და ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არასაკმარისმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე, ქვედა კიდურების ამპუტაცია და თირკმლის უკმარისობა.

კვირის გარკვეულ დღეებში 30 წუთი ზომიერი ინტენსივობის რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტით ავადობის რისკს.

სხვა ახალი ამბები: