“ერთად დავასუფთავოთ ზუგდიდი”-მერიისა და საკრებულოს თანამრომლები ქალაქს ასუფთავებენ (VIDEO)

0

dasuftavebis aqcia zugdidshiზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ქვარაიას ინიციატივით, დღეს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატებისგან დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და თანამშრომლებმა, ასაქვე ქალაქიის მერიის თანამშრომლებმაც. საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებაში ხელს უწყობს დასუფთავებისა და კეთილომოწყობის სამსახურები.

„სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ დარჩა პლაკატებისგან იერსახეშეცვლილი ზუგდიდი. საკრებულოს წევრებმა აიღეს ინიციატივა, რომ ერთობლივად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დაგვესუფთავებინა ქალაქი. დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ. დახმარებას გვიწევს ქალაქის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური. ვფიქრობთ, დღის ბოლომდე ქალაქის იერსახე შეიცვლება“-განაცხადა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.

ქალაქის დასუფთავების აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ის დღის ბოლოს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: