“ერთად შევქმნათ მშვიდობა”- ბავშვთა დღე დევნილთა დასახლებაში

0

11270363_758552987590842_3534140227449309113_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით პროექტ „ერთად შევქმნათ მშვიდობა“-ს ფარგლებში დევნილთა ახალ დასახლებაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა, გამარჯვებულთათვის დაწესდა პრიზები, სერტიფიკატები, მედლები და თასები.

ტურნირში მონაწილე საფეხბურთო გუნდებს გადაეცათ ბრენდირებული მაისურები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ჯილდოები ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ვიცე მერმა, გია გულორდავამ, მერის მოადგილემ, კობა ჯიქიამ და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.