“ერთსულოვნების” საქველმოქმედო აქცია 30 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ზუგდიდში

0

10887552_403838983125697_6005398653570757337_oზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი ,,ერთსულოვნება” გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საქველმოქმედო ფონდების თანადგომით ჩატარდა.

10845574_403838846459044_9071439093673506623_o10906183_376649715846322_5227570727839939455_n10407439_376650365846257_1318576842125341916_nსაქველმოქმედო აქციის ფარგლებში ანგარიშზე 7002 ლარი ჩაირიცხა. ასევესხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სურსათი გაიღეს. საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხით დახმარება გაეწევა სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 30-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

საქველმოქმედო აქციაში სასულიერო პირებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ძალოვანი სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო აქცია ,,ერთსულოვნება” ყოველ წელს შობის შემდეგ გაიმართება.