ერთ საათში სოხუმში ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე განცხადებას გააკეთებს

0

3_viewსოხუმში, პრეზიდენტის სასახლესთან ერთ საათში დაიწყება საინფორმაციო მიტინგი, სადაც ოპოზიცია ხალხის წინაშე სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღამის საათებში კი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერი დაეთმობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობა ამ წუთებშიც ბლოკირებულია, თუმცა სასახლეში თავად პრეზიდენტი ანქვაბი არ იმყოფება. ოპოზიციური პარტიების მიერ შეკრებილ ხალხს მასიურად უერთდებიან აფხაზეთის სხვა რეგიონებიდანაც. გაგრის, გულირიფშის, გუდაუთისა და ოჩამჩირის მოსახლეობა დემონსტრანტებს დაახლეობით ერთი საათის წინ შეუერთდნენ.

საინფორმაციო მიტინგი სოხუმის ცენტრში ერთ საათში, 15.00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა ახალი ამბები: