“ეროვნული მოძრაობის ვეტერან ქალთა კავშირი” ემა გოგოხიას და ირაკლი წერეთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

0

002ზუგდიდში მოქმედი “ეროვნული მოძრაობის ვეტერან ქალთა კავშირი” განცხადებას აკეთებს.  ქალთა კავშირის ხელმძღვანელის, დალი ლატარიას განცხადებით სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ან უნდა დაიხუროს ან სამეგრელოს რეგიონალურმა კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ უნდა შეწყვიტოს სამაუწყებლო კომპანიისთვის გადაუმოწმებელი ინფორმაციების მიწოდება.

დალი ლატარიას გამცხადებით, ჟურნალისტი ემა გოგოხია არის მხარე, რომელიც რეგიონის მაშტაბით აშუქებს მხოლოდ იმ ამბებს, რომელიც დაკავშირებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”. “რაც შეეხება მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, გოგოხია არაობიექტურად და მიკერძოებულად აშუქებს”-აცხადება “ქალთა კავშირის” ხელმძღვანელი და იქვე დასძენს, რომ ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ქალები ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებენ.

დალი ლატარია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში “ქალთა კავშირმა” საპროტესტო აქციების გამართვაც დაიწყოს.

სხვა ახალი ამბები: