ეროვნული მუზეუმის დირექტორი ფოთის მუზეუმს სტუმრობდა

0

12106696_1001199419936134_3975695726599311458_nსაქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს სტუმრობდა. კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზისა და ექსპოზიციების დათვალიერების შემდეგ ,დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა,რომ ფოთის მუზეუმში დაცული ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა საერთაშორისო დონისაა, წარმოადგენს უძველესი კოლხური კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და მსოფლიო არტე-ფაქტებს სტანდარტებს უთანაბრდება. ასეთი კულტურის კერას სჭირდება სახელმწიფოსგან მუდმივი მხარდაჭერა.

მუზეუმი უნდა იქცეს რეგიონის ცენტრად, სადაც თავმოყრილი იქნება ძველი ცივილიზაციის ექსპონატები. დავით ლორთქიფანიძემ და ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილეს მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და პერსპექტივის შესახებ.

მუზეუმის შენობა 1907 წელს ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული. 1977 წლიდან ამ შენობაში მუზეუმი განთავსდა. 2010 წლიდან შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

სხვა ახალი ამბები: