ესპანეთის ციხიდან “კანონიერი ქურდი” კახა შუშანაშვილი გაათავისუფლეს

0

previewესპანეთის ციხიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ შუშანაშვილი გაათავისუფლეს.

რუსული მედიის ცნობით, ის ესპანეთის ციხეში სასამართლო განაჩენს სამი წელი ელოდებოდა. გამოძიებამ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების დროულად შეგროვება ვერ შეძლო, რაც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

მან სარაგოსას ციხე 3 მაისს მას შემდეგ დატოვა, რაც წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა. შუშანაშვილი 50 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თუმცა იურისტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო საერთოდ არ შედგება, რისი მიზეზიც გამოძიებისთვის მტკიცებულებების არ არსებობაა.

კახაბერ შუშანაშვიულს, იგივე კახა ,,რუსთავსკის” ესპანური პრესა ,,კანონიერ ქურდს” და ,,რუსულ-ქართული მაფიის მსხვილ ავტორიტეტს” უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ შუშანაშვილი სამართალდამცავებმა 2010 წელს ბარსელონაში დააკავეს. მას ბრალად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების ხელმძღვანელობა ედებოდა.

სხვა ახალი ამბები: