“ეს იყო არაჩვეულებრივი წლები”- “ნაციონალურმა” საკრებულომ ზუგდიდში ბოლო სხდომა გამართა

0

saaakrebuloooზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა ჩაატარა. საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ აპარატის თანამშრომლებს და საკრებულოს წევრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მომავალ ქალაქის და თემის საკრებულოებს წარმატებები უსურვა.

„ეს იყო არაჩვეულებრივი წლები, იყო ძნელიც, რთულიც, მაგრამ ჩვენ ამას თავი გავართვით. ასეა თუ ისეა ,ჩვენ უკმაყოფილო ხალხი არ გვყავს. ჩვენი მუშაობით მე კმაყოფილი ვარ. მეტნაკლებად, შეგვეძლო მეტიც, მაგრამ ჩვენ შრომა არ დაგვზარებია“, -აღნიშნა  ლევან კონჯარიამ.

ამასთან, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სულ ორი საკითხი განიხილეს, მათ შორის- ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი.  ზუგდიდის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ აღნიშნა, რომ საკრებულოსა და  გამგეობის 400-მდე  საჯარო მოხელისთვის(გარდა თანამდებობის პირებისა) 550 ათას ლარამდე საკონპენსაციო თანხა გამოიყო, რომელსაც ისინი  ორი თვის ხელფასის სახით მიიღებენ.

თვითმმართველ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოები პირველ სხდომებს 14 ივლისს გამართავენ.

სხვა ახალი ამბები: