„ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ”

0
a26d2f53e6aed5e87d66cdc5d0611026საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ ბრალის წაყენებას ეხმაურება და ამ ფაქტს „ნორმალურ პროცესად” მიიჩნევს.
„ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ. გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მის მიმართ გამოიკვეთა სერიოზული ორი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. ეს ნორმალური პროცესია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა დღეს გიგი უგულავას დაკავება, შს მინისტრმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ამას მოგვიანებით გავიგებთ”.

სხვა ახალი ამბები: