“ექიმთა ლიგის” მასტერკლასი ზუგდიდელი მედიკოსებისათვის

0

10864249_1023354477690542_1978821284_oამიერკავკასიის ექიმთა ლიგის წარმომადგენლებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ვაჭარაძემ და პროფესორმა რუსუდან ქარსელაძემ ზუგდიდელი მედიკოსებისათვის სასუნთქი გზების დაავადებებისა და დიაგნოსტიკის, მკურნალობა-პრევენციის თანამედროვე მიდგომებზე მასტერკლასი ჩაატარეს.

საქართველოს ექიმთა ლიგის დამფოძნებელმა, ბაია ბეზარაშვილმა, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პულმონოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ვაჭარაძემ ჰამბურგის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 სოციალურად დაუცველი ოჯახის 9 მოზარდს კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.