ექსკლუზივი: აფხაზეთში რაულ ხაჯინბას პარტია იშლება

0

xajinbaაფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ”სახალხო ფორუმის” რიგებს მისი აქტივისტები ტოვებენ. რაულ ხაჯინბას პარტია ამ დროიეთვის უკვე რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა და ახალი ”დემოკრატიული განვითარების პარტიის” დამოუკიდებლად შექმნას გეგმავენ.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაულ ხაჯინბას პარტიას მათი ლიდერის ბოლო დროს გაკეთებული არაადეკვატური განცხადებების გაკეთების გამო ტოვებენ. ბოლოდროინდელ განცხადებებში, რაულ ხაჯინბას მიერ გალის მოსახლეობის აფხაზეთიდან გასახლება და მათთვის აფხაზური პასპორტების გაცემის შეზღუდვა იგულისხმება.

თავად რაულ ხაჯინბას პარტიის წევრების მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც აფხაზური პრესა იტყობინება, რაულ ხაჯინბა უკვე მეორე დღეა პრესის წარმომადგენელთა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

”სახალხო ფორუმის” დატოვებას პარტიის დარჩენილი წევრებიც აპირებენ. აფხაზეთში არ გამორიცხავენ, რომ ხაჯინბას პარტია რამდენიმე კვირაში დაიშალოს.

სხვა ახალი ამბები: