ექსკლუზივი: გალის გამგებლად პაატა პერტაია ინიშნება

0

galiiiiiiiiiiiiiiiiiiუახლოეს მომავალში გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბესლან არშბას აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას ახალი კადრი პაატა პერტაია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის დე-ფაქტო გამგებელმა განუცხადა. გამგებლის განცხადებით დაახლოებით ერთი თვის ვადაში გალის გამგეობაში მოსალოდნელია დიდი საკადრო ცვლილება, თუმცა მანამდე ე.წ ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში არიან.

“ჩვენ მას პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ როგორც ამბობენ პაატა პერტაია წარმოშობით გალელია და ის წლებია სოხუმში ცხოვრობს. ამ დრომდე პერტაია საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა მთავრობის კანცელარიაში. ის როგორც ამბობენ არის რაულ ხაჯინბას გუნდის წევრი. მას აქვს იურიდიული განათლება,”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის დე-ფაქტო გამგებელი.

წყაროს ცნობით პაატა პერტაიასთან ერთად გალის დე-ფაქტო გამგებლის კანდიდატურად პაატა პერტაიასთან ერთად ეროვნებით აფხაზი ავთანდილ ცვიჟბაც განიხილება, თუმცა უფრო მეტი შანსი აღნიშნულ თანამდებობაზე პერტაიას აქვს. ახალი გამგებლის დანიშნვა გალში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდეა ნავარაუდევი.

სხვა ახალი ამბები: