ექსკლუზივი: გალის გამგებლად რუსლან ქიშმარია ინიშნება

0

r_kishmariyaაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროებითი მთავრობა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გალის რაიონში უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს განახორციელებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით გალის რაიონის გამგებლად ე.წ აფხაზური პარლამენტის წევრი რუსლან ქიშმარია ინიშნება.

საინფორმაციო სააგენტო ქიშმარიას დაუკავშირდა, რომელმაც ქართული სააგენტოებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. “ვალდებულად არ ვთვლი თავს ქართულ სააგენტოებს ამის შესახებ კომენტარი გავუკეთო, თუმცა ეს ინფორმაცია არც სადღაც არის შუალედი სიმართლესა და გამოგონილს შორის. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და თქვენც ალბათ გაიგებთ”-აცხადებს რუსლან ქიშმარია.

შეგახსენებთ, რომ რუსლან ქიშმარია გალის გამგებლად ბაღაფშის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა, რომელმაც შემდეგ გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რწმუნებულის პოსტი მიიღო. მოგვიანებით კი ის აფხაზეთის თვითარიარებული პარლამენტის წევრი გახდა. ამჟამად რუსლან ქიშმარია მხოლოდ ე.წ პარლამენტის წევრის სტატუუსით სარგებლობს და დღემდე ნეიტრრალურ ფიგურად ითვლება.

სხვა ახალი ამბები: