ექსკლუზივი: გალის რაიონის სოფლებიდან 5 ქართველი გამთენიისას გაიტაცეს

0

nigbianiiგალის რაიონის სოფლებიდან წუხელ ე.წ რუსულ-აფხაზურმა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა 5 ადამიანი გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გატაცებულთაგან 3 ადამიანი გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდანაა, ხოლო ორი ოტობაიადან. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ გატაცებულების ვინაობაც გაარკვია.

სოფელ ფიჩორიდან გატაცებულები არიან ძმები ორჟონიები. როლანდ, ლევან და ირაკლი ორჟონიები გამთენიისას საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მათთან ერთად აიყვანეს ასევე გალის რაიონის სოფელ ოტობაის მკვიდრნი, ბიძაშვილები ვეფხვია და გრიგოლ ჯოჯუები.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ჯერ არავინ იცის თუ სად იმყოფებიან გატაცებული ქართველები, თუმცა მათი ვარაუდით წუხანდელი თავდასხმა ე.წ “სოხუმის სპეცნაზის” მიერ იყო განხორციელებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ორჟონიები და ჯოჯუები სოფელ ოტობაიაში ერთი თვის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აიყვანეს, თუმცა სოფლის მკვიდრთა განცხადებით ისინი სრულიად უდანაშაულოები არიან.

“ოტობაიაში ორი კვირის წინ მოკლეს უპატიოსნესი კაცი უჩავა. ამბობენ სოფელში, რომ თითქოს მის მკვლელობას აბრალებენ ამ ბიჭებს და ამიტომ წაიყვანესო. ვინ უნდა მოეკლათ ამ ბიჭებს სამივე ძმა უპატიოსნესი ადამიანია, მაგრამ აქ სამართალს რა უნდა სადაც ქართველები მონებად მიაჩნიათ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო სოფელ ფიჩორიდან.

ჯერჯერობით გაურკვეველია გალის რაიონის დაბალი ზონიდან გატაცებული ხუთი ქართველის ადგილსამყოფელი.

სხვა ახალი ამბები: