ექსკლუზივი: გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან 33 წლის ცირა ცაცუა გაიტაცეს

0

images3გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ადგილობრივი მკვიდრი, 33 წლის ცირა ცაცუა გაიტაცეს. გატაცების მოტივი უკვე ცნობილია. გამტაცებლები მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ოჯახს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 30.000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს.

ქვემო ბარღებიდან გატაცებული ცირა ცაცუას ოჯახის წევრები და ნათესავები ზუგდიდის რაიონში, დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ. საკუთარი დის გატაცების ფაქტს და გამოსასყიდის სახით 30.000 დოლარის მოთხოვნას ადასტურებს გატაცებულის და ეკა ცაცუა. მისი განცხადებით ოჯახს არ აქვს საშუალება რომ გამოსასყიდი გადაიხადოს. ისინი შიშობენ, რომ ცირა ცაცუას სიცოცხლე საფრთხეშია. სწორედ ამის გამო გატაცებულის ოჯახის წევრები და ნათესავები პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებენ.

სხვა ახალი ამბები: