ექსკლუზივი: გალის რაიონში სადამსჯელო რეიდები დაიწყო

0

galis-miliciaაფხაზურმა და რუსულმა მხარემ გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე ერთი საათის წინ სადამსჯელო რეიდები დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყარო გალის რაიონიდან იტყობინება, რეიდები მიზნად ისახავს იმ ადამიანთა დაკავებას, რომელთაც უკვე ენულირებული აქვთ აფხაზური პასპორტები და მხოლოდ ქართული პასპორტები გააჩნიათ.

“გალის დაბალი ზონის სოფლებში უკვე შემოსული არიან ე.წ ბეტეერებითა და უაზის მარკის ავტომანქანები და უფრო მეტად მამაკაცებს ეძებენ. მიზეზი ერთადერთია. ვისაც აფხაზურ პასპორტთან ერთად გააჩნდა ქართული პასპორტიც, მათ გაუუქმდათ ეს აფხაზური პასპორტები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ წუთიდან ის პიროვნება უცხო ქვეყნის მოქალაქედ ითვლება. ეს ახალი კანონი აფხაზურმა პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ან აქ ვერ ვიცხოვრებს ან საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა ვთქვათ უარი. მოგვხედონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხმა აღიმაღლონ ამ უსამართლობის წინააღმდეგ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

იმ პიროვნებების იდენტიფიკაციაა, რომლებსაც აფხაზურ პასპორტთან ერთად ქართული პასპორტიც გააჩნიათ, ძირითადად მათი შვილების დაბადების მოწმობების მიხედვით ხდება. სწორედ ამ მოწმობებში მითითებულია მშობლების პირადობის მოწმობების პირადი ნომრები. აფხაზებისა და რუსი ოკუპანტების მიერ შემდგარი სადამსჯელო ჯგუფები, სწორედ მათი იდენტიფიცირების შემდეგ იღებენ დირექტივას სოხუმიდან თუ ვინ უნდა დააკავონ გალის რაიონში. გალში მცხოვრებ ქართველთა დასაკავებელ სიას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახური გასცემს.

პირველი საგანგებო და ამავე დროს სადამსჯელო რეიდები გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში ამ წუთებში მიმდინარეობს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით მდგომარეობა დაძაბულია ასევე ქალაქ გალშიც.

სხვა ახალი ამბები: