ექსკლუზივი: დაუკომპლექტებელი წინასაარჩევნო შტაბები და მზადება ბერა ივანიშვილის კონცერტისთვის ზუგდიდში

0

beraჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ ვინ გახდება სამეგრელოს ორ რაიონში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ”ქართული ოცნების” სამეგრელოს კურატორმა ხვიჩა ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ შტაბის ხელმძღვანელების დანიშნვის პროცესი კვირის ბოლომდე ისევ გადაიდო.

smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ წალენჯიხის რაიონში პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვენელად ორი კანდიდატურა განიხილება. წალენჯიხელი კობა შანავა გიური ცანავას წინააღმდეგ. ანალოგიური მდგომარეობაა ზუგდიდის რაიონის შტაბის მომავალი ხელმძღვანელის დანიშნვასთან დაკავშირებითაც. smo.ge-ს წყაროს ცნობით აღნიშნულ რაიონში შტაბის ხელმძღვანელად სოფელ ნარაზენის მკვიდრი და კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი თემურ თოდუა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას მამა, გია გულორდავა განიხილებიან.

ანალოგიურად, ხუთი სავარაუდო კანდიდატი დაასახელა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ”ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორმა ხვიჩა ჯიშკარიანმა, თუმცა კონკრეტული სახელის და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

smo.ge-სთვის ასევე ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ 20 სექტემბერს სამაგრელოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩამოდის ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. სწორედ ამ დროისთვის სამეგრელოს ყველა წინასაარჩევნო შტაბი დაკომპლექტებული იქნება, მათ შორის წალენჯიხისა და ზუგდიდის. გიორგი მარგველაშვილი 20 სექტემბერს ზუგდიდს ეწვევა, რომელიც საღამოს ბერა ივანიშვილის გრანდიოზული გალა კონცერტით დაგვირგვინდება.

სხვა ახალი ამბები: