ექსკლუზივი: დიდი საკადრო ცვლილებები სამეგრელოში

0

POLICIAსაინფორმაციო სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელოს რეგიონში დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება. საკადრო ცვლილებები უმეტესად ძალოვან სტრუქტურებს შეეხოთ. smo.ge-თვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სამხარეო პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას შეცვლის ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს მოქმედი უფროსი გიგა ზესაშვილი. რაც შეეხება ზუგდიდის პოლიციას, მას უფროსის თანამდებობაზე ისევ ძველი კადრი, ამჟამად მესტიის პოლიციის მოქმედი უფროსი კობა ხარებავა დაუბრუნდება.

სავარაუდოდ ცვლილებები განხორციელდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელწიფო უშიშროების სამსახურში (სუსი). სუსის უფროსს სამეგრელოს რეგიონში გოგი ნაჭყებიას სავარაუდოდ სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ამჟამად მოქმედი უფროსის მოადგილე გიორგი ხურცია შეცვლის. ექსკლუზიურად ცნობილი ხდება ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებაზე. სამეგრელოში საპატრულო პოლიციის უფროსს შალვა შენგელიას სავარაუდოდ სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის კიდევ ერთი მოადგილე, აკაკი ხასაია შეცვლის. არსებული ინფორმაციები smo.ge-მ არაოფიციალური წყაროების მეშვეობით მოიპოვა.

ოფიციალური წყაროები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ. სააგენტოსთვის ცნობილი ხდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სავარაუდო კანდიდატები ამ დროისთვის თბილისში იმყოფებიან.