ექსკლუზივი: ვინ და რატომ ავიწროვებს გაზეთ ”ეგრისის” რედაქციას წალენჯიხაში?

9

a20449წალენჯიხაში გამომავალი ყოველკვირეული გამოცემა, რომელიც შარშან თვეში ოთხჯერ უპრობლემოდ გამოიცემოდა, წელს მხოლოდ თვეში ერთხელ თუ მოახერხებს საკუთარი მკითხველის გახარებას. ამის მიზეზად გაზეთ ”ეგრისის” მთავარი რედაქტორი ჯულიეტა როგავა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაზეთის რედაქციის შევიწროვებას ასახელებს. როგავას განცხადებით შარშან რედაქციაში ექვსი ადამიანი მუშაობდა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობისგან შეკვეთების სახით 11.000 ლარი შემოსდიოდათ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბელქანიას უშუალო მითითებით კი გაზეთის რედაქციის თანადაფინანსება ხუთჯერ შემცირდა და წელიწადში მხოლოდ 2.000 ლარი გამოეყოთ.

”ჩვენ ვართ შ.პ.ს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვასრულებდით და ვასრულებთ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შეკვეთას. ამით კი ხელს ვუწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ინფორმირებულობას. შარშან ჩვენ გამოყოფილი გვქონდა 11.000 ლარი და ვმუშაობდით ნორმალურად. წელს კი მხოლოდ 2.000 ლარის იმედად დავრჩით. 2.000 ლარით გაზეთის გამოცემა ფაქტიურად შეუძლებელია. 6 თანამშრომლიდან ნახევარი დავითხოვეთ სამსახურიდან და დავრჩით მხოლოდ 3, თუმცა ჩვენც უხელფასოდ გვიწევს მუშაობა”-აცხადებს ჯულიეტა როგავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ გაზეთი ”ეგრისი”მისი რედაქტორის, ჯულიეტა როგავას ზედმეტი აქტიურობის გამო ისჯება. სწორედ მან გამოითხოვა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წალენჯიხის ტყე-პარკის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს არ მოეწონა. თავად ჯულიეტა როგავა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს იმას, რომ გაბრაზების მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. როგავა ბელქანიასთვის მიუღებელი ფიგურა ხდება გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ის იყო პირველი, ვინც რაიონში კულტურის სახლის აშენების სანაცვლოდ სასტუმროს მშენებლობას საჯაროდ შეეწინააღმდეგა.

ცნობისათვის, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებშია წალენჯიხის ცენტრში სასტუმრო კომპლექსის აშენება. საამისოდ ის ადგილობრივ ბიზნესმენს ვინმე შოთა ჯანჯღავას საკუთარ კაბინეტში გაურიგდა.

ერთადერთი გაზეთი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამოდის, დახურვის საფრთხე ემუქრება. გაზეთის რედაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის, კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარის წნეხის მსხვერპლი ხდება.

სხვა ახალი ამბები: