ექსკლუზივი: ვინ უხელმძღვანელებს სამეგრელოში სოციალური მომსახურების სააგენტოს?

0

10926315_772930522794622_4943985615238260205_oსოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონში სავარაუდოდ ახალი ხელმძღვენელი თებერვლის დასაწყისში ეყოლება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე ავთანდილ ცქვიტაია ინიშნება, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროს ზუგდიდში სოცუზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი მოსდგილის თანამდებობას მალხაზ ფარცვანია დაიკავებს. smo.ge-ს ინფორმაციით ფარცვანია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში გლდანი-ნაძალადევის რაიონში საპენსიო ფონდს ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სოციალურური მომსახურების სააგენტოს სათაო ოფისს დაუკავშირდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ტატა გამყრელიძის განცხადებით მათ ჯერჯერობით არ აქვთ ასეთი სახის ინფორმაცია და შესაბამისად ის ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას.

“ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან არც იმერეთში და არც სამეგრელოში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები არ დაუნიშნავთ. როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამის შესახებ, აუცილებლად მოგაწვდით”,-აცხადებს ტატა გამყრელიძე.

სხვა ახალი ამბები: