ექსკლუზივი: ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

0

daakaveeebaaaaaaaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ფინანსურმა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამადელას გამგებელი ბეჟან თოდუა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ბეჟან თოდუამ ერთ-ერთ მეწარმეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაყალბებული დოკუმენტაციის საშუალებით პირდაპირი წესით მიყიდა. ამის სანაცვლოდ კი სოფლის რწმუნებულმა ქრთამის სახით 3.000 დოლარი აიღო. ბეჟან თოდუა სოფლის რწმუნებულად ხელახალი ტესტირების შედეგად 1 თებერვალს დაინიშნა.

smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ინფორმაციით ბეჟან თოდუა ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდის ოფისში უკვე დაკითხა. 48 საათის განმავლობაში დაკავებულ რწმუნებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. წინასწარი ინფორმაციით დაკავებული თავს დამნაშავედ ცნობს.