ექსკლუზივი: ზუგდიდის “მაკდონალდსს” 20 წლის ნიკა ჯალაღონია უხელმღვანელებს?

0

1888689_740148916040501_7215573441082479112_nზუგდიდის “მაკდონალდსის” მთავარ მენეჯერად სავარაუდოდ 20 წლის ზუგდიდელი ნიკა ჯალაღონია დაინიშნება. ნიკა ჯალაღონია ზუგდიდელი დიზაინერის, სოფია ხარჩილავას შვილია. მან განათლება ლატვიის ქალაქ რიგაში მიიღო და პროფესიით მენეჯერია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მოპოვებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ნიკა ჯალაღონიას დედას, დიზაინერ სოფია ხარჩილავას დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა თუმცა არც უარყო. სოფია ხარჩილავას განცხადებით მისმა შვილმა შესარჩევი კონკურსი ანაკლიაში გაიარა რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. ჯერჯერობით კი არ იცის თუ რა სტატუსით დასაქმდება “მაკდონალდში”

ნიკა ჯალაღონია დღემდე კომპანია “ჯეოსელის” ზუგდიდის ოფისში ოფის მენეჯერად მუშაობდა. smo.ge-ს წყაროს ცნობით ნიკა ჯალაღონიამ “ჯეოსელი” სწორედ ამ მიზეზით უკვე დატოვა, თუმცა სოფია ხარჩილავამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი შვილი ჯერჯერობით ისევ “ჯეოსელის” თანამშრომელია.