ექსკლუზივი: ზუგდიდის პოლიციის უფროსად გიგა ზესაშვილი ინიშნება

0

POLICIAსაკადრო ცვლილებები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციაში. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქარდავა შესაძლოა სენაკის მოქმედმა პოლიციის უფროსმა გიგა ზესაშვილმა ჩაანაცვლოს.

გიგა ზესაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლევან შონიამ მის მოადგილედ დანიშნა, ხოლო გრიგოლ ბესელიამ საკადრო ცვლილების განხორციელების შემდეგ ზესაშვილი სენაკის პოლიციაში უფროსად დანიშნა. ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქარდავა კი მარტვილის პოლიციის უფროსად დაინიშნება.  სენაკის პოლიციას კი მარტვილის პოლიციის ამჟამად მოქმედი უფროსი დავით გვაძაბია უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: