ექსკლუზივი: ზუგდიდში დევნილებს თაღლითური გზით ფულს სძალავენ

0

a13310აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც ზუგდიდში ახალ საცხოვრებელ ბინებს ელოდა და ვერ მიიღო, თაღლითობის ფაქტებზე ალაპარაკდა. აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის თანამშრომლის, ნონა უბილავას საჯარო განცხადების გეკათების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს და თავად ნონა უბილავას თაღლითების მიერ მოტყუებული პირები მიმართავენ.

აფხაზეთიდან დევნილები, დები მაია და რიტა ბერიშვილები აცხადებენ, რომ ისინიც თაღლიების მსხვერპლნი გახდნენ. ამჟამად მაია და რიტა ბერიშვილები ზუგდიდის ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობაში ცხოვრობენ. როგორც თავად ამბობენ მათ რამდენიმე თვის წინ ახალი ბინის მიმღებთა სიაში ჩაწერის სანაცვლოდ 1000 ლარი გამოსძალა ამავე კოლეჯში დროებით ჩასახლებულმა პიროვნებამ რევაზ ღადუამ. დაზარალებულების განცხადებით რევაზ ღადუა მათ შეპირდა, რომ ათას ლარს დევნილთა სამინისტროში გადასცემდა ადამიანს, რომელიც მათ ამ პრობლემას მოუგვარებდა. ღადუას შეპირება ყალბი აღმოჩნდა.

“ჩვენ მას ათასი ლარის დაბრუნება მოვთხოვეთ უკან, მაშინ მან გვითხრა, რომ ის ამ დღეებში შეაგვახვედრებდა იმ პიროვნებას სამინისტროდან, რომელსაც უნდა მოეგვარებინა ბინის საკითხი. როცა ვნახეთ ინფორმაცია ასეთი თაღლითური გზით მოტყუების შესახებ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქალბატონ ნონასთვის მიგვემართა”-აცხადებენ დაზარალებულები.

დაზარალებული დევნილები, მაია და რიტა ბერიშვილები სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ რევაზ ღადუას შესაბამის უწყებებში უახლოეს დღეებში უჩივლებენ.

სხვა ახალი ამბები: