ექსკლუზივი: ზუგდიდში ქელეხის სუფრაზე ორმოცი ადამიანი მოიწამლა

0

mowamlvaზუგდიდის რაიონის ინფექციურ საავადმყოფოსა და მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკას” ორმოცამდე მოწამლულმა პაციენტმა მიაკითხა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით ისინი ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, ქელეხის სუფრაზე მოიწამლნენ. ოდიშარიას განმარტებით, მოწამლულ პაციენტთაგან ჰოსპიტალიზებული იყო მხოლოდ ერთი პაციენტი, მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.

“სავარაუდოდ ეს ადამიანები ქელეხის სუფრაზე მოიწამლნენ თევზით, ლიმონათით ან ყველით. ჯერჯერობით მათი მოწამლვის ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის. მოწამლულმა პაციენტებმა ძირითადად მიმართეს ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკას” და ინფექციურ საავადმყოფოს. მათ აღენიშნებოდათ ღებინება და ფაღარათი.ამ დროისთვის ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ნანა ოდიშარია.

ცნობისათვის, ქელეხის სუფრა ნარაზენში, რომელიც სავარაუდოდ 400 ადამიანზე იყო გაშლილი 3 ივნისს იყო. მოწამლულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ გუშინ მიმმართეს.

სხვა ახალი ამბები: