ექსკლუზივი: ”თეთრი ლეგიონის” მეთაური ”ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს?

0

samushiaყოფილი პარტიზანული შენაერთის, “თეთრი ლეგიონის” მეთაური ზურაბ სამუშია შესაძლოა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის  სამეგრელოს წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

smo.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ოფიციალური წყაროები, თუმცა ზურაბ სამუშიას სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელად დანიშნვა თითქმის გადაწყვეტილია.

ცნობისათვის, “თეთრი ლეგიონი” იყო არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც შედგებოდა ეთნიკური ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც აფხაზეთში დარჩნენ საქართველოს რეგულარული არმიის აფხაზეთის ომში (1992-93 წლებში) დამარცხების შემდეგ. აღნიშნული დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ ერთად, რომელიც ასევე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, განაგრძობდნენ პარტიზანულ ბრძოლას აფხაზეთის ჯარებთან ცეცხლგამყოფი ზოლის გასწვრივ 90-იან წლებში.„თეთრ ლეგიონს“ მეთაურობდა ზურაბ სამუშია მეთაურობდა.

სხვა ახალი ამბები: