ექსკლუზივი: კოხტა კოდუას ნათესავი ზუგდიდში იარაღების მაღაზიას ხსნის?

0

WP_20140211_006ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იარაღების მაღაზია უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმაცია ექსკლუზიურმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ცნობით, მაღაზიის არსებობაზე სპეციალური ლიცენზია სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტრომ გასცა, თუმცა ვის სახელზე ჯერჯერობით უცნობია.

იარაღების მაღაზიის ერთ-ერთ მეწილედ ზუგდიდის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე გელა ფეტელავა სახელდება, რომელსაც კოსტავას სამ ნომერში, იქ სადაც აღნიშნული მაღაზია უნდა განთავსდეს, მეორადი საქონლის მაღაზია აქვს გახსნილი. ჯერჯერობით ობიექტს არ აქვს სპეციალური დამცავი კედლები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ ამის გამო, წყარო ვარაუდობს, რომ  ამან შეიძლება ადგილობრივების უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვიოს.

WP_20140211_005ზუგდიდის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე გელა ფეტელავა იარაღების მაღაზიის მეწილეობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მან მხოლოდ საკუთარი ფართი მიაქირავა მაღაზიის მეპატრონეებს. smo.ge-ს წყარო კი ამტკიცებს, რომ 50 პროცენტიანი წილის მფლობელი სწორედ ფეტელავაა და მაღაზიაში გამყიდველიც თავად იქნება. smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში გელა ფეტელავამ განაცხადა, რომ ის არ იცნობს მაღაზიის მეპატრონეებს და არც გაუგია მათზე რამე.

“მე არ ვიცნობ იმ პიროვნებებს, ვინც ხსნის ამ იარაღის მაღაზიას. მითუმეტეს მე არ მაქვს იქ არანაირი წილები. მე მხოლოდ ჩემი საკუთარი ფართი მივაქირავე მათ. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით,”-აცხადებს გელა ფეტელავა.

ცნობისათვის, გელა ფეტელავა სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, კოხტა კოდუას ნათესავია. კოხტა კოდუა გელა ფეტელავას შვილის ნათლიაა. წყაროს ცნობით, გამორიცხული არ არის, აღნიშნული მაღაზია სწორედ მიმალვაში მყოფი, კოხტა კოდუას ფინანსებით იხსნებოდეს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია.

 

სხვა ახალი ამბები: