ექსკლუზივი: ლალი ანთია რამდენიმე წუთში რუსთავის ქალთა კოლონიას დატოვებს

0

lali1არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალებიშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია რუსთავის ქალთა კოლონიას რამდენიმე წუთში დატოვებს.ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ლალი ანთიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ აცნობა. ჯანაშიას განცხადებით დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ “მილებისსაქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურა ანთიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლალი ანთია დამნაშავედ არ სცნო და ის პატიმრობაში არ აიყვანა. შესაბამისად ლალი ანთიას  წინა სასჯელი, რომელსაც ის ფაქტიურად იხდიდა ქალთა კოლონიაში უკვე მოხდილი აქვს. აქედან გამომდინარე ანთია დღეს, რამდენიმე წუთში ქალთა კოლონიას დატოვებს და საკუთარ სახლში გაემგზავრება”-განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ლალი ანთია 2014 წლის 10 მარტს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა. საქმის მასალების მიხედვით, ვერა (ლალი) ანთიას ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით.მოგვიანებით ლალი ანთიას ბრალი ე.წ “მილების საქმეზე წარედგინა.

სხვა ახალი ამბები: