ექსკლუზივი: მარტვილში გერმა მამინაცვალი მოკლა

0

MKVLELOBAAAAმკვლელობა მოხდა მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში. შელაპარაკების ნიადაგზე გერმა მამინაცვალი სასიკვდილოდ დაჭრა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შუახნის მამაკაცი, სოფელ ლეხაინდრაოს მკვიდრი იური დანელია ადგილზე გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში იური დანელიას მეზობლები აცხადებენ, რომ გერსა და მამინაცვალს შორის უთანხმოება იმ დღიდან არსებობს, როცა ის ქვრივ ქალზე დაქორწინდა. იური დანელიას გერი ცალკე, მამიდასთან იზრდებოდა. მეზობლების განცხადებით იური დანელიამ 20 წლის წინ გარდაცვლილი ბიძაშვილის ცოლზე იქორწინა. სწორედ ამის გამო ჰქონდა მას გერთან უთანხმოება.

“ეს იყო მათი მორიგი შეკამათება და ჩხუბი, რადგანაც ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. როგორც ხედავთ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. მთავარი მიზეზი მათი ხშირი ჩხუბისა და უთანხმოების იყო ის, რომ გერი მამინაცვალს სისხლის აღრევაში ადანაშაულებდა. აწგარაცვლილი იურა დანელიას ბიძაშვილი, მისი ცოლის პირველი ქმარი იყო. ანუ მან ფაქტიურად ბიძაშვილის გარდაცვალების შემდეგ ცოლად მისი ცოლი შეირთო.”-აცხადებენ მეზობლები.

მკვლელი, სოსო დანელია შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა, თუმცა სამეგრელოს პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება რამდენიმე წუთში მოახერხეს. მან ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. ამ წუთებისთვის მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის დანაყოფები მუშაობენ. ისინი ადგილზე მოკვლევას აწარმოებენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: