ექსკლუზივი: ”მეცხრე არხის” ოფისთან ჟურნალისტები იკრიბებიან

0

mecxreeამ წუთებში მეცხრე არხის ოფისში ის ჟურნალისტები იკრიბებიან, რომლებმას არხის გათიშვის შემდეგ დატოვეს ტელეკომპანია. ჯერჯერობით უცნობია ჟურნალისტების შეკრების მიზეზი, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, სავარაუდოდ ჟურნალისტები პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხო განცხადებით გამოხმაურებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაკეთებულ კომენტარებში მეცხრე არხისა და ინფო 9-ის ჟურნალისტების უმრავლესობა არაპროფესიაონალებად მოიხსენია.

„მეცხრე არხზე” ჟურნალისტები „ბი-ბი-სი-დან” და „სი-ენ-ენ-იდან” არ გადმოსულან, ბევრი მათგანი არაპროფესიონალი იყო, იყვნენ უმუშევრები, ბევრი რამ ჩვენთან ისწავლეს და ამაში აიღეს ხელფასი. ხელფასს იღებდნენ და ახლა მამადლებენ, რომ გამოგვიყენაო. რა, უხელფასოდ იმუშავა ვინმემ? ან სხვა ტელევიზიებზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა ვინმეს? სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ტელევიზიის ასე ხელოვნურად მეტი დაჭერა არ შეიძლებოდა”, – განაცხადა პრემიერმა.

საპასუხო განცხადება უკვე გააკეთა ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა.

“მე არ ვთვლი რომ ჩემი თანამშრომლები არაპროფესიონალები არიან. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას გემოვნებაზე არ დაობენ და სხვათა შორის თავის დროზე ტელეკომპანია “იბერიაში” მუშაობა დაიწყო ეკა ხოფერიამ რომელსაც არასდროს არ ჰქონდა ნამუშევარი ტელევიზიაში, ვახო სანაიამ, ზაალ უდუმაშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილმა რომელიც არ გადმოსულა CNN-დან გამოვიდა საქართველოს მხრიდან, დიანა ჯოჯუამ და დღეს ისინი არიან ვარსკვლავები. მე მგონია რომ ახლაც ტელეკომპანია “მეცხრე არხში” აღიზარდნენ ვარსკვლავები”-აცხადებს ლუბა ელიაშვილი.

სხვა ახალი ამბები: