ექსკლუზივი: რა კავშირი აქვს თენგიზ ჯგუშიას მოსამართლე ლელა ცანავასთან?!

0

OLYMPUS DIGITAL CAMERAწინასაარჩევნო გარიგებები და საიდუმლო შეთანხმებების სერია სამეგრელოში კვლავ გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით ერთ მეტად საინტერესო ალიანსზე გაამახვილა ყურადღება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია, მიუხედავად იმისა, რომ ”ქართული ოცნების” ელიტარულ საზოგადოებაში კარებიდან არ შეუშვეს, ღია ფანჯრიდან გადაძრომას მაინც ცდილობს. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ციხეში მოხვდა, ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ეს დაადასტურა.  შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკოსი რეინკარნაციას ჩვეული ხერხებით ცდილობდა. თავად ქალბატონმა კობახიძემ ის პარლამენტში სულ ორჯერ ნახა. თენგიზ ჯგუშია  მანანა კობახიძეს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეობას სთხოვდა, თუმცა ამაოდ.

უიმედოდ დარჩენილ ზუგდიდის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია ”ქართულ ოცნებაში” მოსახვედრად, თუმცა გზადაგზა ცივ უარებს ის ისევ იღებდა.  smo.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად თენგიზ ჯგუშია ყველა იმ ადამიანს გადაემტერა ვისგანაც დახმარებაზე  უარი მიიღო, თუმცა მაღალ ეშელონებში მომუშავე თანამდებობის პირებს კრიტიკა ვერ გაუბედა. შეწუხებულმა თენგიზ ჯგუშიამ პირველი ოქტომბრის მონაპოვარის დაცვა ”ტეტე”-თი და ”მაკაროვით” გადაწყვიტა.

ჯერ კიდევ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტამდე ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია წალენჯიხელ მეგობრებსაც დაუკავშირდა. smo.ge-ს წყარო ჯგუშიას მოკავშირეებს შორის წალენჯიხაში ცნობილი ფიგურის, აწგარდაცვლილი გუგე ცანავას ძმას, გიური ცანავასაც ასახელებს. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად გიური ცანავა წალენჯიხაში ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელადაც მოიაზრება. წყაროს ცნობით, სწორედ ამ შემთხვევაში შეჰპირდა ცანავა ჯგუშიას ”წამოტივტივებასა” და ”ქართულ ოცნებაში გაჩითვას”.

ამბიციურ თენგიზ ჯგუშიას არ დასცალდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მომხდარი ინციდენტის დროს ”რემბომ” თავი დაიცვა და ”ტეტეც” აამუშავა. მან გამგებლის მოადგილეს მერაბ ქვარაიას ესროლა და ციხეშიც მოხვდა. როგორც ამბობენ ძველმა ნაცნობობამ აქაც იმუშავა და ისევ და ისევ გიური ცანავას დახმარებით საქმე მოსამართლე ლელა ცანავას ჩაჰბარდა. ცნობისათვის, ლელა ცანავა გიური ცანავას ქალიშვილია. თავად ლელა ცანავას მეუღლე მამუკა კახიძე კი თენგიზ ჯგუშიას ძველი მეგობარი, რომელსააც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით მთელი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარეკებები იმის შესახებ, რომ თენგიზ ჯგუშიას საქმე სწორედ გიური ცანავას ქალიშვილს განეხილა და არა მოსამართლე მიქავას. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობია, თუმცა ბოლო პერიოდში მასაც ფარ-ხმალი დაუყრია. მოლაპარაკებები და ფუსფუსი პირდაპირ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხდებოდა. ამ ინფორმაციას smo.ge-ს წყარო სასამართლოდან გვიდასტურებს.

მოსამართლე ლელა ცანავამ, მამამისის მოკავშირე და მეუღლის მეგობარი სულ რაღაც 2.000 ლარად გაათავისუფლა. ადვოკატმა ჯიტა გულუამ კი ”თავისუფალ” მოსამართლეს ”აფერუმები” უძღვნა. შედეგად კი ”ვარსკვლავბიჭუნა” გათავისუფლდა. ჯგუშიას გათავისუფლების შემდეგ კი ახალი ალიანსი როგორც ამბობენ ხორცს ისხამს.

რას ელოდება გიური ცანავა და როგორ დაეხმარება თენგიზ ჯგუშიას მომავალში ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა წინ კიდევ ერთი სასამართლო პროცესიც გველის.

 

სხვა ახალი ამბები: