ექსკლუზივი: რა ფაქტების გახმაურებას აპირებს პრესკონფერენციაზე ბერდია კალანდია?

0

berdia”ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზაციის თავჯდომარე ბერდია კალანდია, რომელსაც ”ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ უფლებამოსილება დროებით (3 თვით) შეუჩერა, ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის წალენჯიხის შტაბის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა უფუნქციოდ დატოვა. smo.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით დღეს, დღის მეორე ნახევარში ბერდია კალანდია და გიორგი ნაჭყებია ერთმანეთსა ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ოფისში კონფიდენციალურად შეხვდნენ. შეხვედრის დეტალებზე არაფერი იცოდნენ პარტიის აქტივისტებმაც. მოგვიანებით smo.ge ბერდია კალანდიას დაუკავშირდა, რომელმაც შტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა.

-ბატონო ბერდია, რასთან დაკავშირებით გქონდათ დღეს შეხვედრა ”:ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელთან?

-ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, მათ შორის ”ქართულ ოცნებაში” ჩემს დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

-და რა გადაწყდა ამასთან დაკავშირებით?

-არაფერი! ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ნაჭყებიამ პირდაპირ მითხრა, რომ ის ”ქართული ოცნების” შტაბში ვერ დამასაქმებს. პლუს, მას აქვს თავისი გეგმები და არ გამორიცხავს, რომ ძველ აქტივს საერთოდ დაემშვიდობოს და ახალი გუნდი მოიყვანოს ”ქართული ოცნების” შტაბში. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.

-ბატონო ბერდია, ერთი კითხვაც უნდა დაგისვათ. ხმები დადის იმის შესახებ, რომ თითქოს ბერდია კალანდია აპირებს ბურჯანაძის შტაბში გადასვლას. გამომდინარე აქედან, ბოლოდროინდელი მოვლენები სწორედ ამას უკავშირდებაო. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

-ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელიც სწორედ ჩემს წინააღმდეგ სპეციალურად ააგორეს. ამით უნდოდათ ალბათ გადაეფარათ ის, რაც ჩემს წინააწმდეგ მოაწყვეს.

-ანუ თქვენ თვლით რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და მოწყობილია?

-კი ასეა და მე ვიცი კონკრეტული ფაქტებიც, ვის მიერ. ამ ფაქტებს უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე გავახმაურებ, სადაც ჟურნალისტებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოვიწვევ. იქ გავაჟღერებ ყველა დეტალს, რაც დღეს ხდება წალენჯიხაში, რას უკავშირდება ჩემი ასე ვთქვათ ”ჩაჩოჩება” და საერთოდ, ვინ ვის მართავს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმაციით წალენჯიხის ახალი შტაბის ხელმძღვანელს უკვე გაწერილი აქვს ის სიები, რომლითაც მისი ”ახალი გუნდი” დაკომპლექტდება. smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით გიორგი ნაჭყებიამ ბერდია კალანდიას საბოლოო უარი პარტიასთან თანამშრომლობაზე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ბელქანიასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ახალ შტბში სავარაუდოდ სწორედ ის პიროვნებები გაერთიანდებიან, რომლებიც დავით ბელქანიას საახლობლოს და სამეგობრო წრეს წარმოადგენს.

ცნობისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში წალენჯიხის ტყე-პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული საქმე დევს, სადაც სწორედ დავით ბელქანიას და შ.პ.ს ”დაგის”  მაღალი ალბათობით დანანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება.

P.S: საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ წალენჯიხის ტყე-პარკის მშენებლობასთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიება უკვე დაასრულა, რომელსაც სერიულად 19 სექტემბრიდან, შესაბამისი დოკუმენტაციების თანხლებით გაასაჯაროვებს.

სხვა ახალი ამბები: