ექსკლუზივი: რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე 41 ქართველი დააკავეს

1

enguriენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა 41 ქართველი დააკავეს, რომლებიც გალიდან ზუგდიდში გადმოდიოდნენ. როგორც ცნობილი ხდება დაკავებული ქართველების უმრავლესობა გალის რაიონის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც ზუგდიდში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაევლოთ. რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ მიზნით აგვისტოს თვეში ენგურის ხიდის ე.წ საბაჟო ტერმინალზე კონტროლი უფრო გააძლიერა.

დაკავებული ქართველები გალის უშიშროების იზოლატორში არიან გადაყვანილი და მათ ბრალად ედებათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. 41 ქართველი, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედავებიან სამთვიანი პატიმრობა ან გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რომელიც 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

ენგურის ხიდზე დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი ზეგ, გალის რაიონში გაიმართება.

ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს დევნილის სტატუსის მოხსნით ემუქრებიან, რის გამოც გალელთა უმრავლესობა საკუთარი სახლ-კარის დატოვებას და ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: