ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლაშა გვასალია ინიშნება

0

10982441_839021412825900_3333628217577125777_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ინიშნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს კონფედენციალურმა წყარომ განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სამეგრელოს გუბერნატორის აპარატში. სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პაატა ლაგვილავას განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს.

smo.ge ლაშა გვასალიას დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებები აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მართლაც მიმდინარეობს თუმცა ჯერჯერობით სხვა კომენტარებისგან თავს იკავებს.

“ნამდვილად მქონდა შემოთავაზება აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად და მეც დავთანხმდი. მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭირო ვიქნები. სხვა კომენტარებს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ”-განაცხადა ლაშა გვასალიამ.