ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნიის შენობის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა

0

mushaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის შენობიდან დღეს, დღის მეორე ნახევარში ერთ-ერთი მუშა მეორე სართულიდან ჩამოვარდა, რომელიც აღნიშნული შენობის რესტავრაციაზეა დაკავებული. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოვიდა ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაშავებული მუშა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკურნალი ექიმების განცხადებით დაშავებული მუშის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი და სტაციონალურ მკურნალობას რამდენიმე დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაივლის.