ექსკლუზივი: სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

0

sapatruloooსამეგრელოს-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმმა აკაკი ხასაიამ თანამდებობა დატოვა. ხასაია თბილისის პოლიციის სამმართველოში დეტექტივების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ექსკლუზიურმა წყარომ განუცხადა.

სამეგრელოს რეგიონში საპატრულო პოლიციის უფროსი უახლოეს მომავალში დაინიშნება. ამ პოსტზე უკვე გამოკვეთილია ერთი კანდიდატურა. დავით ჭანტურია, რომელიც ადრე იმერეთის პოლიციაში მუშაობდა შესაძლოა ახალი თანამდებობა მშობლიორ რეგიონში დაიკავოს.

ცნობისათვის, დავით ჭანტურია გამოცდილი პოლიციელი და პროფესიონალი კადრია. დავით ჭანტურია ზუგდიდის ყოფილი პროკურორის კიაზო ჭანტურიას შვილია.

სხვა ახალი ამბები: