ექსკლუზივი: სამეგრელოს საპატრულო პოლიციაში შალვა შენგელია ბრუნდება

0

17591_10151352280668449_436055321_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ისევ შალვა შენგელია ბრუნდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ექსკლუზიურმა წყარომ განუცხადა. შალვა შენგელია სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციას 2012 წლის ოქტომბრიდან 1015 წლის დასაწყისამდე ხელმძღვანელობდა. შენგელიას შემდეგ რეგიონის საპატრულო პოლიციაში აკაკი ხასაია დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა ერთ კვირაში დატოვა და მუშაობა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაგრძო.

10309499_599202883515048_6268277584296714316_nრეგიონის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე უკვე  ერთ-ერთ კანდიდატურად დავით ჭანტურია სახელდებოდა, რომელიც ადრე იმერეთის პოლიციაში მუშაობდა თუმცა ბოლო ინფორმაციით რეგიონს ისევ შალვა შენგელია დაუბრუნდება.

ცნობისათვის, სამეგრელოს-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა აკაკი ხასაიამ თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა. ხასაია თბილისის პოლიციის სამმართველოში დეტექტივების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.