ექსკლუზივი: სკანდალური სია – ვის წაართვა ნაციონალურმა მოძრაობამ ქონება?!

0

misha-dolari_812_107502004-12 წლებში ბიზნესზე ზოწოლისა და რეკეტის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ კვლევას იმ პროცესების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.

ინფორმაცია 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების შესახებ სხვა და სხვა დარგობრივ სამინისტროებშია მოძიებული.

cxrili

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს, იურიდიული პირებისგან ჩუქების წესით გადაეცა 21 432 456,94 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება. მათი უდიდესი ნაწილი, 18 754 451,80 ლარის ქონება – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ფინანსთა სამინისტრომ 25 922,44 ლარის ქონება მიიღო, განათლების სამინისტრომ – 13 632,24 ლარის, თავდაცვის სამინისტრომ – 85 000 ლარის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ – 2 275 444 ლარის, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს 278 726,45 ლარის ქონება გადაეცა.

2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლოდ გადაცემული იქნა 4 773 438,66 ლარის და 1 214 868 აშშ დოლარის ქონება. აქედან 4 171 677,05 ლარის და 902 643 აშშ დოლარის ღირებულების ქონებას 142 ერთეული ავტომანქანა წარმოადგენდა.

ავტომანქანების უდიდესი ნაწილის მჩუქებელი კომპანია „გუდვილია“. აღნიშნულმა კომპანიამ 2008 წლის 12 ნოემბერს 49 ერთეული ავტომანქანა გადასცა უსასყიდლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 675 717 ლარი შეადგინა. ამავე სამინისტროს 31 ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“-ც გადასცა. მათ შორის 1 ერთეული, 86 098,45 ლარის ღირებულებით – 6 ნოემბერს, ხოლო 30 ერთეული, 1 039 104 ლარის ღირებულების – 4 დეკემბერს. 26 სექტემბერს 21 ერთეული ავტომენქანა გადაეცა სამინისტროს შპს „დიონისე გ.ს.“-სგან, რომლთა საერთო ღირებულება 506 100 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე კომპანიამ 4 დეკემბერს კიდევ 1 ერთეული 65 500 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა გააჩუქა. დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი უცხოური ორგანიზაცია „სარნია ჰოლდინგ & ფაინენს ბი.ვი“, ხოლო 20%-ის ფიზიკური პირი, თინათინ სვანიძეა.

ერთ-ერთი მსხვილი მჩუქებელია შპს „ერთგულება“. კომპანიამ 17 ოქტომბერს 12 ერთეული ავტომანქანა უსასყიდლოდ გადასცა სამინისტროს, რომელთა ღირებულება 415 197,80 ლარს შეადგენდა.

კვლევის მიმდინარეობისას სხვა კომპანიებიც გამოიკვეთნენ, რომელთაც შედარებით მცირე ოდენობის ავტომანქანები აქვთ უსასყიდლოდ გადაცემული.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა ნაჩუქარი ქონებების ნუსხაში წილის დათმობის არაერთი ფაქტი გვხვდება. კერძოდ, 2008 წლის 5 აგვისტოს, მაშინ როდესაც საომარი მდგომარეობა პრაქტიკულად დაწყებული იყო, ჯეოსელის 2,5%-იანი წილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა მოხდა. წილის ღირებულება 250 025 აშშ დოლარს შეადგენდა.

ცოტა მოგვიანებით, 3 ოქტომბერს, სს „თელეთის ნავთობის კომპანიის“ 4 შვილობილი კომპანიის კერძო საკუთრებაში არსებული 50%-იანი წილები გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. კერძოდ, გადაფორმდა შპს „საქართველოს გაზსაცავების კომპანიის“, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნინოწმინდას“, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნორიოს“ და შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნაზვრევის“ 50%-იანი წილები.

უშუალოდ სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ“ 6 აგვისტოს ეკონომიკის სამინიტროს 199 981,46 ლარის მოძრავი ქონება აჩუქა. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია, როგორც სს „თელეთის ნავთობის კომპანია“, ასევე მისი ზემოთხსენებული ოთხივე შვილობილი კომპანია.

13 აგვისტოს შპს „APS“-მა ფინანსთა სამინისტროს 25 922,44 ლარის ქონება გადასცა საჩუქრად. 20 აგვისტოს შპს „მიკრომედია XXI“-ს მიერ (დღეის მდგომარეობით ლიკვიდირებულია) უსასყიდლოდ იქნა გადაცემულ 323 993,88 ლარის ინვენტარი და საოფისე ტექნიკა ეკონომიკის სამინისტროსთვის. 25 აგვისტოს შპს „მაგნუმმა“ 11 ერთეული, 17 ოქტომბერს კი 2 ერთეული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, საერთო ღირებულებით 11 180 ლარი, ასევე ჩუქების წესით გადასცა სამინისტროს. 17 ოქტომბერს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“-სგან ეკონომიკის სამინისტროს ჩუქების წესით სატკეპნი მანქანა გადაეცა, რომელის ღირებულება 513,72 ლარს შეადგენდა.

საინტერესო ფაქტები ფიქსირედება დეკემბრის თვეშიც. კერძოდ, საუბარია შპს. “ოასის ოთომათიქ ასანსორ სისთმლერი ელექთრონიქ ინშაათ ითჰალათ იჰრაჯათ სანაი ვე თიჯარეთის” მიერ 60 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 ერთეული ლიფტის, შპს “თბილისის იპოდრომი”-ს მიერ 18 801 ლარის ღირებულების ცხენებისა და შპს „აისბერგი-3“-ის მიერ 2 200 აშშ დოლარის მოტოციკლის ჩუქებაზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაფიქსირებული ჩუქების ფაქტები კრიმინალის ნიშნებს შეიცავს. იმ დროისათვის, როცა ქვეყანაში ბიზნეს სექტორისთვის ვითარება იყო რთული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ საკუთარი ნებით გამოეხატათ სურვილი ამა თუ იმ ქონების გაჩუქების შესახებ. ამ ეჭვს აღვივებს ის გარემოებაც, რომ დღეს კომპანია „გუდვილი“ იმყოფება ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში და კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით მათ, წინა ხელისუფლების დროს, მოუწიათ ბიზნესისთვის გაუმართლებელი არა ერთი ხარჯის გაწევა, რამაც მათ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენათ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

კვლევა 1700 ფურცელს მოიცავს, თუმცა მასში სამინისტროსთვის ნაჩუქარი ქონების ოდენობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ქვეყანაში კრიზისული პერიოდი იდგა, 2008 წლის იანვრიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 322 820 983,62 ლარის და 3 097 231,00 აშშ დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება მიიღო საჩუქრად. აქედან მას 9 249 034,79 ლარის და 2 736 331 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა გადაეცა.

მჩუქებელ კომპანიებში გვხვდება ცნობილი ბრენდები “ტოიოტა ცენტრი თბილისი”, “მათე მოტორსი”, “გუდვილი”, “ირაო”, “იბერია ავტო” და მრავალი სხვა. მათ მიერ ნაჩუქარი ავტომანქანების ღირებულება 3 585 558 ლარს და 2 615 831 აშშ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში გადაეცემოდა მილიონობით ლარის ღირებულების წილები სხვადასხვა კომპანიებში, რომლებიც რატომღაც თარიღების მიხედვითაც კი ემთხვევა ერთმანეთს.

კულტურის სამინისტრომ ნოტების ახალი კრებული და 4600 ლარის ღირებულების ელექტრო პიანინო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელს გასული წლის მაისში გადასცა, თავად სამინისტრომ კი ეს ინვენტარი ასევე საჩუქრად მიიღო. ეს ატრიბუტიკა ქუთაისის გარდა მცხეთის, გორისა და ფოთის სკოლებს გადაეცა საჩუქრად. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მუსიკალური ატრიბუტების სამინისტროს გავლით სკოლებისთვის გადაცემა ქართულ-გერმანული ასოციაციის ინიციატივა იყო.

კულტურის სამინისტროს გარდა, 2012 წელს კერძო კომპანიებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროც დასაჩუქრდა. მას კომპანია “იბერია ავტოცენტრისგან ” 33 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა აქვს მიღებული.

სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არსებობს ისეთი მონაცემები ჩამორთმეული ქონების შესახებ, რომლის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული არაა, ასევე დოკუმენტაციის მიხედვით, არსებობს საეჭვო გარიგებები, რაც შესაბამისი უწყებების რეაგირებას საჭიროებს.

ეს იმ ქართულლი და საერთაშორისო კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რეჟიმის მსხვერდლი აღმოჩნდა.