ექსკლუზივი: სოფელ ლენჯერში მეწყერმა მერლანების საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა

0

dscn3529მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ადგილობრივი მაცხოვრებლების, მერლანების ორსართულიანი სახლი დაანგრია. საბედნიეროდ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სწორედ ამის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის დატოვება გადაწყვიტა. ძლიერი წვიმების გამო დატბორილია ათამდე ოჯახი. განადგურებულია კარტოფილისა და სიმინდის ყანები. მეწყერსაშიში ზონიდან რამდენიმე ოჯახმა საკუთარი ნებით დატოვა აღნიშნული ტერიტორია და თავი რაიონულ ცენტრს შეაფარა. წვიმის გამო ლენჯერი-მესტიის გზაც ჩახერგილია. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“ლენჯერში ნამდვილად ჩამოწვა მეწყერი და ძირითადად მოსახლეობის ყანები გაანადგურა. ადგილობრივი მკვიდრის, მერლამების საცხოვრებელი სახლი მოჰყვა ამ მეწყერში და სამწუხაროდ ორსართულიანი სახლის კედლები მიწასთან გაასწორა. საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი, თუმცა არის ზარალი. ამ წუთებში სოფელ;ში მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”-აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

 

სხვა ახალი ამბები: