ექსკლუზივი: სოფელ ურთაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, პოლიციამ დამნაშავე რამდენიმე წუთში დააკავა

0

2014111712033510806922_740202512720459_869610267_nზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში დილის საათებში ადგილობრივი მკვიდრი ლევან დანელია სოფელ ერგეტაში მცხოვრებმა ზ.ჯოლოხავამ სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრის მიზეზად დანელიას მეზობლები შურისძიებას ასახელებენ. დამნაშავე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

“დილით ადრე სოფელში ჩოჩქოლი ატყდა, მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციაც გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ ვიღაც ერგეტელ ჯოლოხავას ჩვენი თანასოფლელი, ახალგაზრდა ბიჭი დაუჭრია. ახლაც მთელი სოფელი ზუგდიდის საავადმყოფოშია. ოპერაციას უკეთებენ საწყალ ბიჭს. როგორც ამბობენ, მისი მდგომარეობა მძიმეაო. მთელი სოფელი ვლოცულობთ რომ გადარჩეს”-აცხადებენ smo.ge-სთან საუბარში დაჭრილის მეზობლები.

smo.ge-სთვის ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტი, რომ დაახლოებით შვიდი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც ერგეტაში მცხოვრები რ.ჯოლოხავა გარდაიცვალა. საჭეს სოფელ ურთის მკვიდრი ლევან დანელია მართავდა, თუმცა მაშინ მისი უდანაშაულობა დამტკიცდა და მას სასჯელი მომხდარ ავტოავარიაზე არ მოუხდია. დღეს დილით ურთაში მომხდარი ფაქტი სწორედ ერთი თვის წინ მომხდარ ავტოავარიას უკავშირდება. დანელიაზე ამ ხერხით შური იძია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის ვაჟმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავე დაკავებულია, ხოლო დაჭრილი ლევან დანელია საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები დანელიას ჯამრთელობის მდგომარეაბას მძიმედ აფასებენ.

სხვა ახალი ამბები: