ექსკლუზივი: სოხუმში ქართველი ახალგაზრდებისა და არასამთავრობოების საპროტესო აქციები იგეგმება

0

sakutari uflebebiგალის რაიონში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები და ამავე რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს დღეებში სოხუმში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ქართველი ახალგაზრდები და ქართულ-აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი უფლებების დასაცავად სოხუმის ქუჩებში საჯარო გამოსვლებს აპირებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად განუცხადა.

“ქართველი ახალგაზრდები, ჩვენთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აპირებენ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას. ჩვენ ხალხი ვართ და არა ბრბო, რომელთაც ცხვრებივით მიერეკებიან სადაც მათ უნდათ. ჩვენ მივმართავთ აბსოლიტურად ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს დაგვეხმაროს ჩვენი უფლებების დაცვაში და მოგვეცეს გალის რაიონში ცხოვრების საშუალება”-აცხადებ smo.ge-ს წყარო გალის რაიონიდან.

smo.ge იმ ახალგაზრდებსაც ესაუბრა, რომლებიც ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნასა და საპროტესტო აქციების გამართვას თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ დედაქალაქში აპირებენ.  მათი ძირითადი მოთხოვნაა პასპორტების გაცემა და საკუთარ ქალაქში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

“ჩვენ ქართველები ვართ საკუთარ ქალაქში და ვიმსახურებთ იმას რომ საკუთარი უფლებებით თავისუფლად ვსარგებლობდეთ. ორი წელია სკოლა დავამთავრეთ და არ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება იმ მიზეით რომ არ გვაქვს პასპორტი არც საქართველოსი, არც აფხაზეთის და აღარც რუსეთის. ჩვენ თავს ვგრძნობთ როგორც მონები და ამის ატანა უკვე შეუძლებელია. გვქონდეს ქართული პასპორტი და ვითვლებოდეთ ჯაშუშებად, ეს უკვე მეტისმეტია. მოვითხოვთ პრეზიდენტობის კანდიდატებისგან, რომ იზრუნონ ჩვენს უფლებებზე”-აცხადებენ გალში მცხოვრები ახალგაზრდები.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი თუ როდის გამართავენ გალში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები და ქართულ-აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას სოხუმის ცენტრში, თუმცა გარკვეულია, რომ აღნიშნული პროტესტის გამოხატვა 24 აგვისტომდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდება.

სხვა ახალი ამბები: