სპეცოპერაციას ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

0

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სპეცspecoperaciaოპერაცია ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ყაჩაღური დაჯგუფების ერთი წევრი თემურ ოყუჯავა, ხოლო ბანდფორმირების მეორე წევრი დაჭერილია.

სპეცოპერაციას ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი პოლიციელი დაჭრილია. ხობის რაიონის სოფელ ხორგაში მობილიზებული იყო პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობა. ასევე ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ხობიდან და ზუგდიდიდან. დაჭრილები რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში გადაიყვანეს.

ეს ის ყაჩაღური დაჯგუფებაა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახს და ერთი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციაs უახლოეს საათებში გაავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: